სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კოორდინაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მხარდაჭერით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის საორიენტაციო კურსი გაიხსნა. ღონისძიებაში, რომელიც 6 და 7 ივნისს კონფერენციის ფორმატში ჩატარდება და 10 ივნისს დასრულდება, ევროკავშირის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობენ. კონფერენციისა და სასწავლო კურსის თემატიკა შეეხება ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკას, რომელიც მოიცავს კიბესუსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმისა და ჰიბრიდული საფრთხეების თემებს.
კონფერენცია სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ გახსნა. სიტყვით გამოვიდნენ ევროკავშირის კრიზისების მართვისა და დაგეგმარების დირექტორატის თავმჯდომარე გაბორ იკლოდი, კიასტუტის იანკაუსკა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, კურსების ხელმძღვანელი იოჰენ რელი, საქართველოს სხვადასხვა უწყების მაღალი თანამდებობის პირები. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის თემაზე პირველი მაღალი დონის კონფერენცია ჩატარდა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ორგანიზებით 2015 წლის დეკემბერში. ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაში ჩვენი ქვეყნის ჩართულობის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.