logo_geo
eng_logo
ზვიად კვაჭანტირაძე: ჩვენი ვალდებულებები სრულყოფილად შესრულებულია!
- +

6 ივნისი. 2016. 18:38



საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ზვიად კვაჭანტირაძემ რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა ტექნიკური თვალსაზრისით, რომ დაკმაყოფილებულიყო ევროკავშირის მოთხოვნები ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.



ჩვენ შეგვიძლია, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ - საქართველოს მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა ტექნიკური თვალსაზრისით, რომ დაგვეკმაყოფილებინა ევროკავშირის მოთხოვნები ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. დღეს ისეთი სიტუაციაა შექმნილი, შერეკილებში" რომ არის - არავის ეგონა, რომ გაფრინდებოდნენ, თუმცა ისხდნენ და მიფრინავდნენ. მე მგონი, ჩვენი ბევრი ევროპელი კოლეგაც ასე უყურებს ამ ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესს. მივედით ბოლომდე, პრაქტიკულად ერთ ღილაკზე თითის დაჭერა რჩება და ზოგიერთი ახლა მოვიდა გონზე, რომ თურმე ჩვენ შეიძლება მართლა მივიღოთ ვიზა-ლიბერალიზაცია. ამ დროს მთელი ამ წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ჩვენ გაცილებით მეტი პასუხისმგებლობით ვეკიდებოდით, ვიდრე ზოგიერთი ჩვენი კოლეგა ევროკავშირში. მე მინდა, ჩვენმა მოსახლეობამ იცოდეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და აკეთებს იმისთვის, რომ ვიყოთ აბსოლუტურად პირნათელი ევროკავშირთან ურთიერთობაში და ხაზი გავუსვათ იმას, რომ ჩვენი ვალდებულებები, რაც გვქონდა აღებული, არის სრულყოფილად შესრულებული და სიტუაციის გაუარესების არანაირ რისკს არ შეიცავს არც ერთი მიმართულებით", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner