logo_geo
eng_logo
მთავრობამ ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა
- +

6 ივნისი. 2016. 18:39



მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა გავიდა მთავრობის სხდომაზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.


 

მოგეხსენებათ, რომ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება არის ქვეყნის სივრცითი მოწყობა და სწორედ ეს არის ამის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ურეკი-შეკვეთილის მიმართულებით განვითარება იქნება სწორი, არ იქნება ქაოტური და შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის კურორტს და არ მოხდება იქ ქაოსური განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner