მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა დაამტკიცა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ დღეს ურეკი-შეკვეთილის მიწათსარგებლობის გეგმა გავიდა მთავრობის სხდომაზე და ამ კუთხით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს.
„მოგეხსენებათ, რომ რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულება არის ქვეყნის სივრცითი მოწყობა და სწორედ ეს არის ამის ნაწილი. ეს ნიშნავს, რომ ურეკი-შეკვეთილის მიმართულებით განვითარება იქნება სწორი, არ იქნება ქაოტური და შესაბამისად, ჩვენ მივიღებთ მაღალი კლასის კურორტს და არ მოხდება იქ ქაოსური განვითარება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.