logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მუსლიმან მოქალაქეებს წმინდა რამადანის თვის დაწყებას ულოცავს
- +

6 ივნისი. 2016. 18:40

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მუსლიმან მოქალაქეებს წმინდა რამადანის თვის დაწყებას ულოცავს. პრემიერ-მინისტრი მუსლიმან თანამოქალაქეებს მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.



მთელი გულით ვულოცავ ჩვენს მუსლიმან თანამოქალაქეებს წმინდა რამადანის თვის დაწყებას. რამადანის თვე უაღრესად მნიშვნელოვანია თითოეული მუსლიმანისთვის. ყველას ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობას, ბედნიერებას. ჩვენი მეგობრობა საუკუნეებს ითვლის. მჯერა, რომ ეს ურთიერთობა კიდევ უფრო გაღრმავდება, განვამტკიცებთ ჭირსა და ლხინში გამოვლილ ძმობას და ერთად გავაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვის წერილში.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner