logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: მთავრობა იყალთოს ხევის განვითარებას იწყებს
- +

6 ივნისი. 2016. 18:40



ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა იყალთოს ხევის განვითარებას იწყებს. მისი თქმით, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დღეს განსახილველად იყალთოს ხევის განვითარების პროექტი გაიტანეს.



პროექტის მიხედვით, იქმნება სპეციალური კომისია და სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა შეისწავლოს იყალთოს ხევის განვითარების შესაძლებლობები, როგორც ტურისტული ობიექტის მიმზიდველობის. შესაბამისად, ამ შესწავლის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილებები. მოგეხსენებათ, რომ იყალთოში არის არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და, შესაბამისად, მისი ტურისტული მიმზიდველობა საკმაოდ მაღალია", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner