რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი NATO-ს არც ერთ წევრ სახელმწიფოზე თავდასხმას არასდროს განახორციელებს.
„დარწმუნებული ვარ, ყველა სერიოზულ და პატიოსან პოლიტიკოსს მშვენივრად ესმის, რომ რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრ სახელმწიფოზე არასდროს განახორციელებს თავდასხმას. მსგავსი გეგმები ჩვენ არ გვაქვს. ვფიქრობ, NATO-ში ეს მშვენივრად იციან, მაგრამ იყენებენ საბაბს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნიკა და ბატალიონი განალაგონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ აშშ ამ ყველაფერს მიხედავს.
მოსკოვში NATO-ს ქმედებებს საფრთხედ აფასებენ. NATO-ს გაფართოების და ე.წ. NATO-ს საპარტნიორო პროგრამის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არ შეცვლილა. ჩვენი უსაფრთხოების დოქტრინებში ცალსახადაა გაწერილი, რომ NATO-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოება ჩვენი უსაფრთხოებისთვის ერთ-ერთი მთავარი საფრთხეა. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ საფრთხედ არა NATO-ს არსებობას, არამედ სამხედრო ალიანსის პრაქტიკულ ნაბიჯებს განვიხილავთ", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.