logo_geo
eng_logo
ტომას მორისი: საქართველოს ჰყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად
- +

6 ივნისი. 2016. 18:42



საერთაშორისო ორგანიზაცია CNFA-ს საქართველოში საქმიანობის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ტომას მორისი. მისი თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი USAID-ის მტკიცე მხარდამჭერი და პარტნიორია.



ტომას მორისის განცხადებით, საქართველოს ჰყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით პროგრესის მისაღწევად.

 

 

„USAID-ისა და აშშ-ის მთავრობის სახელით მინდა აღვნიშნო, რომ გამორჩეულ სტუმრებთან და კოლეგებთან ერთად დღეს აქ ყოფნა და CNFA-ს საქართველოში მოღვაწეობის ათი წლისთავის აღნიშვნა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა და დიდი პატივია. პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს კვირიკაშვილს აქ ყოფნისათვის. იგი ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გულმხურვალე მხარდამჭერი, უნიკალური პარტნიორია და იგი საქართველოს მომავლის შესახებ შესანიშნავი ხედვით გამოირჩევა. ჩვენთვის დიდი პატივია და ძალიან სასიამოვნოა მისი ასე წარდგენა. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო CNFA-ს დირექტორთა საბჭოს წევრებს, რომლებმაც ათასობით მილის მანძილი დაფარეს ამ დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე დასასწრებად. მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩემს ჩანაწერებში არ იყო, მხოლოდ ახლა გავაანალიზე და მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ს მართლაც გაგვიმართლა, რომ გვყავს ორი შესანიშნავი პარტნიორი - საქართველოს ხელისუფლება და CNFA. USAID-ში მოღვაწეობის მანძილზე მრავალ ქვეყანაში მიმუშავია - ხანდახან პარტნიორები არც ისე კარგები არიან, ხოლო ზოგჯერ მთავრობებს თავიანთი მოსახლეობა დიდად არ ადარდებთ. საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო სურათს ვხდებით - გვყავს პროგრესული მთავრობა, რომელიც ყველა ღონეს ხმარობს საქართველოში ცხოვრების დონის გასაზრდელად და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით გასააქტიურებლად; ასევე სახეზეა ნამდვილი პარტნიორი CNFA, რომელიც 10 წლის მანძილზე საქმიანობს აქ და განუწყვეტლივ გვაწვდის იმ პროდუქტსა და მომსახურებას, რომელიც აქ აშშ-ის მთავრობის დღის წესრიგთანაა შესაბამისობაში და ამავდროულად ეხმარება საქართველოს მთავრობას თავისი მიზნების მიღწევაში", - აღნიშნა ტომას მორისმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner