ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, რომ ბიზნესექტორში დასამებულთა ზრდა უმეტესწილად გამოწვეულია სოფლის მეურნეობის, მშენებლობის და ტურიზმის სფეროს განვითარებით.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულთა ზრდა გამოწვეულია იმით, რომ სახელმწიფოს აქვს მიზანმიმართული პოლიტიკა ბიზნესაქტივების ხელშესაწყობად.
„სახელმწიფოს აქვს რიგი ხელშესაწყობი პროგრამებიი, რომლებიც ხელს უწყობს სოფლად წარმოების დაწყებას, არსებული საწარმოს გაფართოებას. ასევე, სოფლის მეურნეობის მრავალწლიანი კულტურების გაშენებას და გაფართოებას. როდესაც ბრუნვა იზერდება, იზედება დასაქმებულთა რაოდენობაც",-განაცხადა კალანდაძემ.
მან აქვე აღნიშნა, რომ გაზრდილია ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების ბრუნვა, რაც ასევე განაპირობებს დასაქმებულთა ზრდას.
კალანდაძის შეფასებით, ტურიზმი არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი მიმართულება საქართველოში. სოწრედ ამიტომ, ტურისტული ინფრასტურქიტურის განვითარება, ვიზიტორების რაოდენობის ზრდა ამ მიმართულების ზრდას უწყობს ხელს და უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ შემდგომ წლებში ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა მაღალი ზრდა გვექნება.
მისივე თქმით, ერთ-ერთი მზარდი სფეროა სამშენებლო სექტორი.
„სამშენებლო პროექტების რაოდენობა როგორც სახელმწიფოსგან, ისევე კერძო სექტორიდან დაფინანსებული, ბოლო წლებში იზრდება. ამ თვალსაზრისით მოლოდინები არის მაღალი და მომავალ წლებში, თუ ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობა იქნა, ჩვენ, შეიძლება მივიღოთ საკმაოდ დიდი ზრდა მშენებლობის დარგში, რაც შრომით რესურსებზე მოთხოვნის ზრდას გამოიწვევს",-აღნიშნა კალანდაძემ.