logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: სასამართლომ კორცხელის ინციდენტზე ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს
- +

6 ივნისი. 2016. 19:26



ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა კორცხელის ინციდენტში ბრალდებული სპორტსმენების ადვოკატის ზურაბ ბელთაძის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოჩანაწერის კომენტირებისას განაცხადა, რომ სასამართლომ კორცხელის ინციდენტზე ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.



მე რამდენადაც ვიცი, ასეთი კადრები მართლაც არსებობს და სწორედ ამიტომ საქმე მიმართულია სასამართლოში. ვფიქრობ, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, როგორ აღმოჩნდა იქ ეს ხელკეტები და რა მოხდა სინამდვილეში", - აღნიშნა ნოდარ ხადურმა.



კორცხელის ინციდენტში ბრალდებული სპორტსმენების ადვოკატი ახალ ვიდეოჩანაწერს ასაჯაროებს. ბრალდებული სპორტსმენების ადვოკატმა ზურაბ ბელთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაცვის მხარემ მოიპოვა კორცხელის ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ სცემს რამდენიმე პირი ხელკეტების გამოყენებით გამეტებით „ქართული ოცნების" აქტივისტებს, კერძოდ, სპორტსმენებს, რომლებიც ბრალდებულები არიან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner