logo_geo
eng_logo
პოლიციამ ხულოს მუნიციპალიტეტში მომხდარი ქურდობის 78 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი
- +

22 სექტემბერი. 2019. 12:08

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხულოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ე.ა. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ხულოს მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარე 78 აგარაკი გაქურდა. პოლიციამ ე.ა. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. ნაქურდალი ნივთები ამოღებულია სრულად, ნივთმტკიცების სახით.

 

გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner