logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიუღებელია საქართველოს წინსვლა
- +

6 ივნისი. 2016. 19:26



პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე პოლიტიკური პარტიები შეაფასა. ცისკარიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელია საქართველოს წინსვლა.


„სააკაშვილის პარტიის წევრებისთვის მიუღებელია, რომ რაიმე წინსვლა ჰქონდეს საქართველოს. პოლიტიკური ძალები იმ პოლიტიკოსებით არიან დაკომპლექტებული, რომლებისთვისაც პარლამენტში სავარძლები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაიმე სერიოზული წინსვლა ქვეყნის. როდესაც ასეთი ჯგუფები შეინიშნება პოლიტიკურ ძალაში, ნამდვილად გულსატკენია, რადგან ამომრჩევლების მოლოდინები ცაშია გამოკიდებული", - განაცხადა ცისკარიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner