სირიაში, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან რამდენიმე საათში, ტერაქტი მოხდა. დანაღმული ავტომობილი სირიის დასავლეთში მდებარე პროვინცია ჰამაში, ქალაქ სალამიაში აფეთქდა. შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
„BBC"-ის ცნობით, სამშვიდობო რეჟიმის ამოქმედების მიუხედავად, ვრცელდება ინფორმაცია ლოკალურ ინციდენტებზე.
კერძოდ, სირიის ჩრდილო-დასავლეთში მოქმედმა ერთ-ერთმა დაჯგუფებამ განაცხადა, რომ სამთავრობო არმიის თავდასხმის ობიექტი გახდა.