logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: კერძო სექტორში დასაქმების ზრდის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს
- +

6 ივნისი. 2016. 19:28


 

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კერძო სექტორში დასაქმების ზრდის ძალიან კარგი ტენდენცია გვაქვს.



2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, კერძო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 577 000 შეადგენს და ეს არის 5,9%-იანი ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, პირველ სამ თვეში ბიზნესსექტორმა დამატებით 32 ათასი ადამიანი დაასაქმა, რაც არის ძალიან კარგი", - განაცხადა ქუმისშვილმა.



მინისტრმა აღნიშნა, რომ ზრდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით არის და ამ ციფრებზეც დეტალურად ისაუბრა.



აპრილში თვეში 4,3,%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. საშუალოდ ჩვენ კვარტლის მიხედვით გვაქვს 2,8%-იანი ზრდა, თუმცა, ამ თვეებში კიდევ ველოდებით კარგ ზდრას. აქედან გამომიდნარე, ვიმედოვნებთ, რომ 3%-ზე მეტი ზრდით დავასრულებთ.

საგადასახადო შემოსავლები გაზრდილია 8,3%-ით, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. იანვარ-მაისში სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები ასევე გაზრდილია და 247 მილიონი ლარით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

რაც შეეხება ტურიზმს, აქაც უპრეცედენტო ზრდაა. 5 თვის განმავლობაში 2 119 000 საერთაშორისო ვიზიტორი გვყავდა და ეს აბსოლუტურ მაჩვენებელში რომ გადავიყვანოთ, 782 ათასი ადამიანია", -განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner