logo_geo
eng_logo
ეგვიპტეში აქციების მეორე დღეს ათობით ადამიანი დააკავეს
- +

22 სექტემბერი. 2019. 23:01

 

ეგვიპტეში მეორე დღეა პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრაციების მეორე დღის ღამე შეტაკებასა და დაკავებებში გადაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას „BBC“ ავრცელებს.

 

საპორტო ქალაქ სუეციში აქციაში 200-მდე ადამიანი მონაწილეობდა, არსებული ინფორმაციით ათობით ადამიანი დააკავეს. პოლიციამ ასევე გამოიყენა ცრემლმდენი გაზი. აქციები ასევე გაიმართა კაიროში.

 

პროტესტი პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მთავრობის მიმართ გამოთქმულ კორუფციულ ბრალდებებს მოჰყვა.

 

ეგვიპტელმა ბიზნესმენმა და მსახიობმა მუჰამედ ალიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ლიდერებს მილიონობით თანხების მითვისებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ეგვიპტელები კი სიღარიბეში ცხოვრობენ. ის დევნილი სტატუსით ესპანეთში ცხოვრობს. ალიმ აღნიშნა, რომ თუ პრეზიდენტი თანამდებობას არ დატოვებს, ხალხის პროტესტი გაგრძელდება.

 

2013 წლის 3 ივლისს ქვეყნის არმიამ არჩეული პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა. პროტესტს ამჟამინდელი პრეზიდენტი ალ-სისი ხელმძღვანელობდა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმების 97% მოიპოვა.

 

ეგვიპტის პარლამენტმა აპრილში დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის თანახმად საპრეზიდენტო ვადა 6 წლამდე გახანგრძლივდება.

 

მოქმედ პრეზიდენტს აბდულა ფატაჰ ალ-სისის ვადა 2024 წელს ამოეწურება, ამის შემდეგ კი, მას უფლება აქვს მესამე ვადითაც იყაროს კენჭი. პარლამენტში, სადაც 596 წევრია, მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები დომინირებენ. საკონსტიტუციო ცვლილებებს 531 მხარდამჭერი ჰყავდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner