logo_geo
eng_logo
მიხეილ ჩხენკელი: ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება
- +

23 სექტემბერი. 2019. 12:30

 

 

„ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი იქნება“, - მის შესახებ განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა მიხეილ ჩხენკელმა „იმედის კვირის“ ეთერში განაცხადა.

 

ჩხენკელის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კომპანია „IBA“-სთან, რომელიც ცნობილია ე.წ. ციკლოტრონების წარმოებით. სწორედ პროტონული თერაპიის ბაზაზე მოხდება სიმსივნის მკურნალობა:

 

„ადრონული თერაპიის ცენტრი იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნაწილი. შესაბამისად, აკადემიურ მხარეს აქვს უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ცენტრის ბაზაზე მოხდება მედიცინის, სამედიცინო ფიზიკის და ბირთვული ფიზიკის მიმართულებით მომავალი თაობების აღზრდა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ისეთ ცენტრებთან, როგორიცაა გერმანიის „იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი“, გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებთან,  კერძოდ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან, აახენის უნივერსიტეტთან და კიოლნის უნივერსიტეტთან, ასევე, საფრანგეთში რენის უნივერსიტეტთან. ამ ჩამონათვალს კიდევ დაემატება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები და სამეცნიერო კვლევითი ცენტრები“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

რეგიონში პირველი, ადრონული თერაპიის ცენტრი ქუთაისში განთავსდება. ეს იქნება სიმსივნით დაავადებული უჯრედების განადგურების პირველი ეფექტური მეთოდი, რომელიც ჯერ კიდევ ბევრი ევროპული ქვეყნისთვის ხელმიუწვდომელია. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ადრონული კვლევით ცენტრის მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, რომელმაც ისტორიული პროექტისთვის მილიარდი ევრო გამოყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner