logo_geo
eng_logo
„ამბის თხრობის ტექნიკა“ - მედიააკადემიამ ჟურნალისტებს ვორქშოპი ჩაუტარა
- +

23 სექტემბერი. 2019. 12:34

 

 

„ამბის თხრობის ტექნიკა“ - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის ორდღიანი ვორქშოპი ჩაატარა. ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა 11-მა ჟურნალისტმა მიიღო, თეორიული ნაწილის გარდა, პრაქტიკულ სამუშაოებს მოიცავდა. ჟურნალისტებმა ორი დღის განმავლობაში გამოცდილ ტრენერთან მარინა ვაშაყმაძესთან და დრამატურგ ბასა ჯანიკაშვილთან ერთად იმუშავეს. მედიის წარმომადგენლები გაეცნენ ამბის თხრობის მეთოდებს ციფრულ ეპოქაში, ურთიერთმიმართებას ტრადიციულ ჟურნალისტიკასა და ახალ - მულტიმედიურ შესაძლებლობებს შორის. ვორქშოპი  ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიცაა თანამედროვე ამბის თხრობის პროცესი, ამბის დრამატურგია და თანმიმდევრობა.

 

გამომდინარე იქიდან, რომ მედიაგამოწვევები იცვლება და ვითარდება, ინერგება ტექნოლოგიური სიახლეები, მედიის წარმომადგენლებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია დამატებითი ცოდნის მიღება და ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. სწორედ ამ მიზნით, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მათი საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა. სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა ტრენერებისგან მიიღეს ამომწურავი პასუხები კითხვებზე, როგორ იქცა რიგითი მოქალაქე ჟურნალისტის კონკურენტად, როგორ უნდა გავშალოთ ამბავი სხვადასხვა რაკურსით და მოვახდინოთ ამბის კრიტიკული ანალიზი.

 

მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner