რას მიიჩნევს მმართველი პოლიტიკური ძალის ნაკლად ანსამბლ „ერისიონის" მთავარი დირიჟორი ჯემალ ჭკუასელი, ამის შესახებ ის „კვირის პალიტრას" ესაუბრა.
„ის, რომ ბევრმა უღალატა ბატონ ბიძინას, ისეთი ჩალის ფასი აქვს მათ ღალატს, რომ 30 ვერცხლიც არ ღირს..." - აღნიშნა ჭკუასელმა.
მისი თქმით, ივანიშვილს ოპონენტები დაუმსახურებლად აკრიტიკებენ.
„ყველაფერზე გაიძახიან, არ ვარგაო. ხის გადატანაზეც კი ატეხეს ერთი ამბავი, იმას აღარავინ დაეძებდა, რომ ამ ხის ლიანდაგთან არსებობა არ შეიძლებოდა, წაიქცეოდა და დაეცემოდა ლიანდაგს. ახლა ეპისტოლარული ჟანრი აღარ მოსწონთ, არადა, სხვა ქვეყნებში ეს გავრცელებული ფორმაა. წერილის ფორმა თავისთავად კარგია, მაგრამ უკეთესი იქნება, თუ საზოგადოების წარმომადგენლები თავად ისაუბრებენ იმაზე, რა გაკეთდა და რა - ვერა", - განაცხადა ჭკუასელმა.