logo_geo
eng_logo
მებაჟე-ოფიცრებმა 153 916 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
- +

23 სექტემბერი. 2019. 14:15

 

საბაჟო გამშვებ პუნქტში „თბილისის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვისა და რისკის პროფილის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის ა.გ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 153 916.26 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა (1116.33 გრამი) და ვერცხლის (75.34 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქმე, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner