აინტერესოა რით თამაშობდნენ ფეხბურთს წლების წინ, როგორ იტანდნენ ყველაზე მნიშვნელოვან გოლებს და როგორ იცვლებოდა მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების დიზაინი 1930 წლიდან დღემდე.
ურუგვაი, 1930
პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში გახლდათ 2:1. ამასთანავე დიდი კამათის შემდეგ გადაწყდა, რომ გუნდები პირველ ტაიმს არგენტინაში დამზადებული ბურთის მოდელის Tiento-თი ითამაშებდნენ.
ურუგვაი, 1930
მეორე ტაიმში ურუგვაული ბურთი, მოდელი T გამოიყენეს რომელიც შედარებით დიდი და მძიმე იყო არგენტინულ ბურთზე. საბოლოოდ მსოფლიოს პირველობაზე ურუგვაიმ მოიპოვა გამარჯვება ანგარიშით 4:2.
იტალია, 1934
ეს გახლავთ მეოთხედფინალში იტალიისა და ესპანეთის შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთის მოდელი Federale 102. შეხვედრა იტალიელების გამარჯვებით დასრულდა – 1:0.
საფრანგეთი, 1938
ამ ტყავის ბურთით ითამაშეს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. მოდელს ეწოდებოდა Allen, საფრანგეთსა და იტალიას შორის დაპირისპირება იტალიელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა.
ბრაზილია. 1950
ბურთის მოდელი Super Duplo T მატჩიდან აშშ – ინგლისი. შეხვედრა ამერიკელთა გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.
შვეიცარია, 1954
ბურთის მოდელი Swiss WC Match Ball ფინალიდან გფრ – უნგრეთი (3:2). ამ დროისათვის ფიფას დადგენილი ჰქონდა ბურთის ზომისა და წონის პარამეტრები . ეს ჩემპიონატი დასამახსოვრებელი იყო არამარტო გერმანელების სენსაციური გამარჯვებით, არამედ ადოლფ დასსლერის კერვის გმირობითაც, რომელმაც შემდგომ მთელი სპორტული იმპერია შექმნა.
შვეცია, 1958
მოდელი Top Star, ვიდრე ЧМ-1958 გახდებოდა ჩემპიონატის ოფიციალური ბურთი, საკმაოდ მკაცრი კასტინგი გაიარა.
ჩილე, 1962
ამ მოდელს მწარმოებლებმა უწოდეს Mr. Crack. ბურთი, რომელიც ნახევარფინალში გამოიყენეს ჩეხოსლოვაკია – იკუგოსლავიას (3:1) შეხვედრის დროს.
ინგლისი, 1966
ამ წითელმა ბურთმა Challenge 4-მა ინლისელებს გამარჯვება მოუტანა, მათ 1966 წელს პირველი და ამ დრომდე ერთადერთი ყველაზე წარმატებული საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვეს.
მექსიკა, 1970
1970 წელს მოხდა „მექსიკური რევოლუცია“ მსოფლიო ჩემპიონატების ბურთების შერჩევაში. ახალმა ნიმუშმა Telstar Durlast მიიღო სახელი და არა სახელწოდება. ადი დასსლერის კომპანია 40 წელზე მეტი ემსახურებოდა ბურთის წარმოებით ფეხბურთს.
გერმანია,1974
ბურთი Telstar Durlast იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ იგი გერმანიაში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გამოიყენეს. ეს ნიმუში გახლავთ მატჩიდან გფრ – პოლონეთი (1:0)
არგენტინა, 1978
Adidas-ის შემდეგმა ბურთმა მიიღო სახელი Tango Durlast. სწორედ ამ ბურთით მასპინძლებმა ჰოლანდიელების კარი სამჯერ აიღეს.
ესპანეთი, 1982
ბურთს დაუმატეს კაუჩუკი რათა უფრო მეტად ყოფილიყო წყლისაგან დაცული, დაარქვეს ახალი სახელიც Tango España, იმ ქვეყნის საპატივსაცემოდ სადაც იმართებოდა ჩემპიონატი.
მექსიკა, 1986
ეს გახლავთ მექსიკაში ჩატარებული 1/16 ფინალის საფრანგეთი – იტალიას (2:0) შეხვედრის დროს გამოყენებული ბურთი Azteca Mexico. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ იგი პირველი სინთეტიკური ბურთი იყო მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში.
იტალია,1990
ბურთი Etrusco Unico ახალი შედარებით მსუბუქი ბურთი. შეხვედრიდან ესპანეთი – ბელგია (2:1)
აშშ, 1994
ამერიკაში თამაშობდნენ შემდეგი მოდელით Questra. ეს ბურთი განსაკუთრებულად დაამახოვრდა ოლეგ სალენკოს, რომელმაც კამერუნის კარში 5 გოლი გაიტანა.
საფრანგეთი, 1998
ეს გახლავთ იტალიასა და კამერუნს (3:0) შორის გამართულ შეხვედრაში გამოყენებული ბურთი.
კორეა-იაპონია, 2002
მოდელმა Fevernova-მ ექსპერტები განაცვიფრა არამარტო აეროდინამიკური თვისებებით, არამედ თავისი ახალი დიზაინითაც.
გერმანია, 2006
ეს გახლავთ მოდელი +Teamgeist, რომელიც სპეციალურად ფინალისთვის იტალია – საფრანგეთისთვის იქნა დამზადებული. ბურთი არატრადიციული 14 ფრაგმენტისაგან შედგებოდა, ნაცვლად 32-ის. ამასთანავე ფრაგმენტები, არა გადაკერილი, არამედ დაწებებული იყო.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, 2010
ბურთი Jabulani, რომლითაც სარ-ში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდნენ გუნდები. ფრაგმენტების რაოდენობა კვლავ შემცირდა 14-დან 8-მდე. ეს ბურთი ნამდვილი სტიქია გახდებოდა მეკარეთათვის, რომ არ ყოფილიყო იგი მოუხერხებელი თავდამსხმელთათვის.
ბრაზილია, 2014
ამ ბურთის სახელი მთელმა ქვეყანამ აირჩია, საბოლოდ მოსახლეობის არჩევანი შეჩერდა სახელზე Brazuca. ვიმედოვნებთ, რომ Adidas-ის ეს ბურთი იმაზე ნაკლებად მაინც არ შეფრინდება კარში, ვიდრე ეს გასულ ჩემპიონატებზე ხდებოდა.
წყარო: http://timepress.net/