საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „რეპორტიორი" უცვლელად გთავაზობთ:
„პატივცემულო მგზავრებო
საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ №851 ბათუმი-თბილისის დანიშნულებით მოძრავ ჩქარ ელექტრომატარებელს (დროებით, სამუშაოების დამთავრებამდე) შეეცვალა მოძრაობის განრიგი. აღნიშნული ელექტრომატარებელი ბათუმიდან გამოდის 18 საათსა და 20 წუთზე. (ნაცვლად 16 სათისა და 35 წუთისა).
სს „საქართველოს რკინიგზა'' ბოდიშს გიხდით მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის", - ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.