logo_geo
eng_logo
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები ევროპის საბჭოს კონგრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

23 სექტემბერი. 2019. 18:03

 

 

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მერაბ ქვარაია და კომიტეტის წევრი გოგა გულორდავა  ევროპის საბჭოს კონგრესის დელეგაციას, გენერალური მდივნის, ანდრეას კიფერის ხელმძღვანელობით, შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე  საუბარი თვითმმართველობის განვითარებას და იმ ვალდებულებების შესრულებას შეეხო, რომელიც საქართველოს ქარტიის მუხლთან და დამატებით ოქმთან დაკავშირებით გააჩნია. აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული უტრეხტის ოქმის რატიფიცირება მოახდინა.

 

მხარეებმა ისაუბრეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტზე და იმ სამუშაო პროცესზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში უკვე დასრულდა და უახლოეს პერიოდში სასესიო განხილვის რეჟიმში გადავა.

 

„თითოეული საკითხი, რომელიც შეხვედრის დღის წესრიგში იყო, არის ძალიან მნიშნელოვანი. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ იმ პროცესებს, რომელიც არის მნიშვნელობანი ჩვენი ქვეყნის თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის.

 

ვფიქრობ, ორივე მხარისთვის იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვით, რომ ჩვენი ქვეყნის სწრაფვა და პოლიტიკა, რომელსაც  ვახორციელებთ, არის მიმართული თვითმმართველობის შემდგომი გაძლიერებისთვის, რათა საქართველოს თვითმმართველობა თანაბარზომიერად იდგეს ევროპის განვითარებული თვითმმართველობის ქვეყნების რიგში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მერაბ ქვარაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner