logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძე თამარ ალანიას: მე არ მჯერა რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით
- +

23 სექტემბერი. 2019. 18:13

 

 

დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„თავის დროზე „ქართული ოცნების“ მხრიდან იყო გაცემული დაპირება, რომ კლანისგან და იმ რეჟიმისგან უნდა გაწმენდილიყო სასამართლო სისტემა. შემდეგ მოხდა ტრანსფორმაცია და შემოვიდა აზრი, რომ ისინი კი იყვნენ „ცუდები“, მაგრამ ახლა ხდებიან ან გახდებიან „კარგები“. თქვენც ერთ-ერთი „ცუდი“ იყავით და „კარგი“ გახდებით?

მოსამართლეების იმ ათკაციანმა სიამ ქვეყანაში კინაღამ პოლიტიკური დესტაბილიზაცია გამოიწვია, შეარყია და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ისედაც დაზიანებული სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა, ფაქტიურად, შექმნა სასამართლო სისტემის რეპუტაციის შელახვის საშიშროება. თქვენ როდესაც ამ სიაში ჩაეწერეთ, აცნობიერებდით ამ რისკებს? მმართველმა გუნდმა სერიოზული რყევები მიიღო ამის გამო და საზოგადოებაში წამოვიდა განცდა, რომ ხდება ადეიშვილის სასამართლოს გახმოვანება... თქვენ ამ დროს ეს პასუხისმგებლობა გათავისებული გქონდათ?

 

ქვეყნის კონკურენტუნარიანობის რეიტინგი არის ერთ- ერთი ყველაზე მთავარი რეიტინგი და იგი განსაზღვრავს, ქვეყანას რამდენად აქვს ეკონომიკური ზრდისა და განვითარების უნარი. იქ ყველაზე მთავარი მახასიათებელი არის სასამართლოს ნდობა და რეპუტაცია, რეალურად გვაქვს პროცესი, რომელიც ასახავს, რომ სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი აზიანებს სასამართლოს რეპუტაციას. გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ სწორედ იმ პროცესის მონაწილე ხართ, რომელიც აზიანებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას?

 

ქალბატონო თამარ, უკაცრავად, მაგრამ მე არ მჯერა რომ თქვენ „ცუდი“ იყავით და ახლა „კარგი“ გახდებით. თუკი პარლამენტს მართლა უნდა პასუხისმგებლობის აღება სამართლიან სასამართლოზე და პოლიტიკურ სტაბილურობაზე ქვეყანაში, მე ყველა ჩემს კოლეგას მოვუწოდებ, ეს პროცესი დასრულდეს ყველა კანდიდატის ჩაგდებით, რადგან ის რამდენიმე კანდიდატი, რომელიც კეთილსინდისიერი და კვალიფიცირებული მოსამართლეა, არის მონაწილენი იმ ცუდი პროცესისა, რომელიც დასრულების შემდეგ, ჩააბეტონებს სააკაშვილი-ადეიშვილის სასამართლოს და ეს კლანი იქნება უკვე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტისაგან ხელდასხმული!“ - წერს კობერიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner