logo_geo
eng_logo
ირაკლი შენგელია: უნივერსიტეტის მასშტაბიდან გამომდინარე ქუთაისი უნდა იქცეს თვისობრივად ახალ ცენტრად
- +

23 სექტემბერი. 2019. 18:41

 

 

„ეს არის ტექნიკური ხასიათის და სხვა დეტალების მიმაგრება ამაზე სპეკულაციაა“, - ამის შესახებ ქუთასის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი შენგელიამ  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სახელის ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

„უნივერსიტეტის მასშტაბიდან გამომდინარე, ქუთაისი უნდა იქცეს თვისობრივად ახალ ცენტრად და სახელშივე ხდება საერთაშორისო სტატუსის დაფიქსირება. როგორც ჩანს, ჩვენი ოპონენტები შოკში არიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაციის შემდეგ და ჟღერდება მორიგი სპეკულაცია სახელთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ხაზგასმით გითხრათ, რომ ეს მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტია, რომლითაც ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელწოდება ეცვლება და მას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაერქმევა.  შესაბამისად, ვფიქრობ, ეს არის ტექნიკური ხასიათის და რაიმე სხვა დეტალების მიმაგრება ამაზე სპეკულაციაა“, - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner