logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება
- +

23 სექტემბერი. 2019. 18:55

 

 

პარლამეტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს არის მომავლის პროექტი.

 

„ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს ეკუთვნის მადლობა, რომ უპრეცედენტო ქველმოქმედებას აკეთებენ და ამ საქმეს დაუდგნენ გვერდით. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ქმნის ახალ შესაძლებლობებს მომავალი თაობებისთვის, ქმნის სრულიად ახალ ეკონომიკას, ახალ მეცნიერებას, ახალ კავშირებს ჩვენი ქვეყნისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ამით სრულდება ჩვენი პოლიტიკური გუნდისა და ხელისუფლების ის პირობაც, რომელიც იმერეთისა და ქუთაისის საზოგადოებას მივეცით, როდესაც  პარლამენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღეთ. ქუთაისის მომავალი განვითარებისთვის ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია. მთელი მსოფლიოს მოწინავე მეცნიერები, პროფესორები ამ უნივერსიტეტში ლექციებს წაიკითხავენ და სტუდენტები აქ მიიღებენ ცოდნას, რომელიც მათ ბევრ უპირატესობას მოუტანს ცხოვრებაში; ეს არის ახალი სამუშაო ადგილები, ახალი შესაძლებლობები და კავშირი მსოფლიოსთან ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ამ პროექტს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს და ექნება მომავალშიც“ , - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner