ბიზნესმენი ვახტანგ ბეგიაშვილი ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში საუბრობს სამართლიანობის აღდგენისთვის შექმნილ დეპარტამენტზე. ბეგიაშვილი მათ მუშაობას არაეფექტურს უწოდებს.
„მინდა იცოდეთ, რომ როდესაც სამართლიანობის საქმეზე სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, დებულებაში წერია, რომ მისი შემადგენლობა უნდა განისაზღვროს 20 თანამშრომლით. ეს არის დეპარტამენტის უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, 4 პროკურორი, 10 გამომძიებელი და 4 კოორდინატორი. სწორედ ეს ოცკაციანი შემადგენლობა მუშაობს სამართლიანობის აღდგენაზე. ჩემი აზრით, მათი მუშაობა არ არის ეფექტური. როგორ შეიძლება, ოცმა კაცმა გამოიძიოს 10390 საქმე. ეს წარმოუდგენელია!" - ამბობს ვახტანგ ბეგიაშვილი.