პარლამენტის წევრი ლევან კობერიძე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ჩაგდებას და იუსტიციის საბჭოს დაშლას ითხოვს.
„ჩემს ყველა კოლეგა დეპუტატს მოვუწოდებ, ჩააგდოს მოსამართლეობის ყველა (!!!) კანდიდატი თამარ ალანიას ჩათვლით... არ მჯერა, რომ ეს მოსამართლეები, მათ შორის ქალბატონი თამარი „ცუდები“ იყვნენ და ახლა „კარგები“ გახდნენ.
უნდა დაიწყოს რეალური რეფორმა სასამართლო სისტემაში და არა ეს ფასადური ცვლილებები - პირველი ნაბიჯი კი, საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გზით, იუსტიციის საბჭოს არსებული შემადგენლობა უნდა დაიშალოს“, - აცხადებს ლევან კობერიძე.