logo_geo
eng_logo
პაატა მხეიძე ოჯახის დეფინიციასთან დაკავშირებით თამარ ალანიას დამოკიდებულებით დაინტერესდა
- +

24 სექტემბერი. 2019. 11:36

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლების კანდიდატის, თამარ ალანიას კანდიდატურის განხილვისას დეპუტატმა,  ფრაქცია „ქართული ოცნება -ძლიერი ეკონომიკის“ წევრმა პაატა მხეიძემ მას კითხვით მიმართა , რომელიც კონსტიტუციაში ოჯახის განმარტების დეფინიციას შეეხებოდა.

 

„ჩემი კითხვა ეხება თქვენს მიერ გამოთქმულ მოსაზრებას დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღკვეთასთან დაკავშირებით. საუბარია თქვენს მიერ იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გაჟღერებულ თემაზე.  თქვენ მიიჩნევთ, რომ (ციტატა ) „ერთსქესიანი ადამიანები თანაცხოვრობენ, არსებობენ და ამას წინ ვერ აღვუდგებით“. შვილად აყვანის თემასაც შეეხეთ და თქვით, რომ პრობლემაა, მაგრამ ვერ შევზღუდავთო და ა.შ.

 

ასევე ყურადღება გაამახვილეთ საერთაშორისო სტანდარტებზე ოჯახის განმარტების და თქვით, რომ საერთაშორისო სტანდარტებით, ოჯახი განიმარტება როგორც ჰეტეროსექსუალების, ისე ჰომოსექსუალების კავშირი, მარტოხელა მშობელი და ა.შ.

 

მაინტერესებს თქვენი, როგორც მოსამართლის მოსაზრება კონსტიტუციის 30-ე მუხლის ჩანაწერთან დაკავშირებით, რომელიც განსაზღვრავს, რომ მამაკაცისა და ქალის ერთობა არის ოჯახი და თქვენ როგორ თვლით, ეს საერთაშორისო სტანდარტებთან წინააღმდეგობაშია?“-მიმართა თამარ ალანიას პაატა მხეიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner