logo_geo
eng_logo
ვახტანგ ბეგიაშვილი: ჩვენი საქმე „თაროზე დევს“!
- +

6 ივნისი. 2016. 20:02



ბიზნესმენი ვახტანგ ბეგიაშვილი კომპანია „ალბატროს ჯგუფისთვის" წართმეული და დაყადაღებული ქონების საქმესთან დაკავშირებით ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში საუბრობს. ბეგიაშვილის თქმით, მათ მიმართეს სამართლიანობის აღდგენისთვის შექმნილ დეპარტამენტს საქმის გამოსაძიებლად, მაგრამ, როგორც თვითონ აცხადებ, ეს საქმე ჯერჯერობით „თაროზე დევს".



„ჩვენ შემთხვევაში, სამართლიანობის აღდგენისთვის შექმნილ დეპარტამენტში არის საქმე და ჩვენ მივმართეთ აღნიშნულ დეპარტამენტს, ერთ-ერთი პირველები ვიყავით. 100-ზე მეტ ბიზნესმენს მე თვითონ დავაწერინე მართებულად განცხადება პროკურატურაში და ვეხმარებოდი მათ. დაიკითხნენ მოწმეები, მოტივაცია ცნობილია პროკურატურისთვის. დავიკითხე მათ შორის მეც. იდენტიფიცირებულები არიან ის პიროვნებები, რომლებიც ფინანსური პოლიციის, კუდ-ის და ეკონომიკის სამინისტროსა და პროკურატურის თანამშრომლები იყვნენ. მაგრამ საქმე დევს თაროზე. სამი დღის წინ ჩემმა ძმამ, დავით ბეგიაშვილმა მიმართა პროკურატურას და გამომძიებელს კითხვით - რა ხდება, თუ ყველა დაკითხული და ყველაფერი ცნობილია, რასთან გვაქვს საქმე. პროკურატურა ზევით იშვერს ხელს, მთავარი პროკურატურის მისამართით და მთავარ პროკურატურას რომ ჰკითხო, ალბათ, კიდევ უფრო ზევით გაიშვერს ხელს, იმიტომ რომ ახლა მოდაშია ეს", - აცხადებს ვახტანგ ბეგიაშვილი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner