logo_geo
eng_logo
ვარსკვლავთცვენა „GEM Fest“ -ზე და Line up-ის მხოლოდ 30%
- +

27 თებერვალი. 2016. 14:27


დღეს, 27 თებერვალს, „Gem-Fest"-ის დამფუძნებელმა გიორგი სიგუამ  სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi" პრესკონფერენცია გამართა და „GEM-fest" 2016-ის Line-up-ის მეორე ნაწილი გამოაცხადა.


ამ ეტაპზე,ფესტივალის Line-up-ის მხოლოდ 30% გახმაურდა და უკვე ცნობილია, რომ 11-14 აგვისტომდე, ანაკლიას არაერთი ლეგენდარული არტისტი ეწვევა. წელს, „GEM-fest"-ზე სხვა მსოფლიო დონის მუსიკოსებთან ერთად, ტრანს მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, გრემის მფლობელი,გერმანელი დიჯეი Paul Van Dyk დაუკრავს. Paul Van Dyk  "Dj Magazines"-ის გამოკითხვის მიხედვით ორჯერ დასახელდა წლის საუკეთესო დიჯეიდ მსოფლიო მასშტაბით. 2003 წელს მისი ალბომი, „Reflections" გრემიზე იქნა ნომინირებული, როგორც The best dance/electronica album. Paul Van Dyk გრემის მფლობელი 2008 წელს კრისტოფერ ნოლანის ფილმის, „ბნელი რაინდის" საუნდტრეკის ალბომისთვის გახდა. მან გრემის ჯილდო  ნომინაციაში Best Score Soundtrack for Visual Media მოიპოვა.


Paul Van Dyk ცნობილია სოციალური და პოლიტიკური აქტივობითაც. ის ამბობს, რომ საცეკვაო მუსიკა უნდა იყოს დიპლომატიური და პოლიტიკური იარაღი მშვიდობის დასამყარებლად. იგი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში ერაყის და ავღანეთის ომების წინააღმდეგ და Bono-სთან ერთად იყო ერთადერთი არაამერიკელი არტისტი, რომელიც შეუერთდა Rock the Vote-ს.


https://www.youtube.com/watch?v=CPeL9KYX_yg  - Paul Van Dyk (ინტერვიუ)


https://www.youtube.com/watch?v=aBs5LvaL-3s  - Paul Van Dyk (ინტერვიუ)





ანაკლიას ზაფხულში, Paul Van Dyk-თან ერთად, დუო ტრანს მუსიკის სამყაროში აღიარებული „Cosmic Gate" ეწვევა. დინამიური და ენერგიული მუსიკით გამორჩეული „Cosmic Gate" უკვე სამარკო ნიშანია, რაც   DJ Mag-ის გამოკითხვებზეც აისახა,სადაც ისინი ტრანს დიჯეებში წამყვან პოზიციებს იკავებენ ."Cosmic Gate" უკრავს ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა: Tomorrowland, Ultra Europe, Global Gathering, SW4, Creamfields.


https://www.youtube.com/watch?v=z7Q5r8qUow4  - „Cosmic Gate" - (ინტერვიუ)


https://www.youtube.com/watch?v=DkbTRSegDLY  - „Cosmic Gate" - (ინტერვიუ)



ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტუმარი David August იქნება, რომელიც საქართველოს ამჯერად უპრეცედენტო პროექტით ეწვევა. Resident Advisor-ის გამოკითხვით 2014-2015 წლების საუკეთესო ლაივების ავტორი დი-ჯეი GEM-fest-ზე ორკესტრთან ერთად დაუკრავს. David August-ის და მისი ბენდის ლაივ კონცერტები ევროპის სცენებზე ყველაზე მოთხოვნადი პროექტია.


https://www.youtube.com/watch?v=aFdZibo989M  - David August (ინტერვიუ)


https://www.youtube.com/watch?v=OWjJ75cjkn4  - (David August - ის 2015 წლის უპრეცედენტო პროექტი,ლაივ ბენდთან ერთად)


დღეს,პრესკონფერენციაზე, Line up-ის ვარსკვლავების დასახელების გარდა,„ GEM Fest " 2016-თვის მოხალისეების რეგისტრაცია გამოცხადდა  და ღამისგასათევი ადგილების წინასწარი გაყიდვებიც დაწყო, კარვების სახით. პირველ ეტაპზე კარვებში დასარჩენი ადგილები  eventer.ge - ზე გაიყიდება და მისი ღირებულება მხოლოდ 20 ლარი იქნება.


„GEM Fest"-მა, ელექტრონული მუსიკის მსოფლიო საფესტივალო რუკაზე უკვე დაიკავა მნიშვნელოვანი ადგილი და მისი მიზანი ქვეყნის ცნობადობის ამაღლება და საქართველოს, როგორც რეგიონის, გართობის (Clubbing-ის) ცენტრად, ასევე ანაკლიის, როგორც შავი ზღვის საზაფხულო, ახალგაზრდულ კურორტად ქცევაა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner