logo_geo
eng_logo
თემურ ქეცბაია „აეკ“-ს გაწვრთნის
- +

6 ივნისი. 2016. 20:13


 

თემურ ქეცბაია „აეკ"-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია ათენური კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

საქართველოს ნაკრების ყოფილ თავკაცს საბერძნეთის პირველობაზე გამოცდილება არ აკლია. იგი 2009 წელს „ოლიმპიაკოსს" ხელმძღვანელობდა. მიუხედავად იმისა, რომ ქეცბაიამ იქ მცირე დრო დაჰყო, საკმაო წარმატებას მიაღწია.

მწვრთნელის რანგში ქეცბაიას უკანასკნელი სამუშაო ადგილი „აპოელი" გახლდათ. რიგ მიზეზთა გამო, მან კლუბი სეზონის დასრულებამდე მცირე ხნით ადრე დატოვა, თუმცა კვიპროსის პირველობაზე „აპოელის" გაჩემპიონებას ქართველ სპეციალისტს უკავშირებენ.

შეგახსენებთ, რომ 1994/97 წლებში ქეცბაია „აეკ"-ის ღირსებას ფეხბურთელის სტატუსით იცავდა და მისი მაისურით 119 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც მეტოქეთა კარი 39-ჯერ აიღო.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner