logo_geo
eng_logo
კურტ ვოლკერი ვლადიმირ ზელენსკის ვლადიმირ პუტინთან პირდაპირი კონტაქტების დამყარებას ურჩევს
- +

24 სექტემბერი. 2019. 16:08

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერმა, უკრაინულ გამოცემა „გორდონთან“ (www.gordonua.com) ინტერვიუში აღნიშნა, რომ არ ფიქრობს, თითქოს პრეზიდენტ ზელენსკის „ნორმანდიულ ფორმატში“ წარმოებულ მოლაპარაკებებში გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეწინააღმდეგებიან.

 

ამავდროულად ვოლკერი უკრაინის მხრიდან, რუსეთთან პირდაპირ კონტაქტში გარკვეული სარგებლის მიღების შესაძლებლობას ხედავს, მაგრამ მისი აზრით, ეს არ წარმოადგენს არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის ერთადერთ გზას. ამ მხრივ „ნორმანდიული ფორმატიც“ და აშშ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობებიც თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

 

ამასთან, პატიმართა ბოლოდროინდელი გაცვლა, პრეზიდენტ ზელენსკისა და პუტინს შორის უშუალო კონტაქტის შედეგად განხორციელდა. პირველმა პირებმა აღნიშნული საკითხის მოგვარება საკუთარი თანაშემწეების საშუალებით შეძლეს. შესაბამისად, აქვს გარკვეული უპირატესობა პრეზიდენტთა პირდაპირ კონტაქტს, მაგრამ ყველაფერი მაინც კონტექსტში უნდა იყოს მოქცეული.

 

კურტ ვოლკერის თქმით, აშშ მოწოდებულია რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრისკენ, მათ შორის „ახლო და საშუალო სიშორის რაკეტების შესახებ“ შეთანხმების, სირიაში შეჭრის, აგრეთვე უკრაინის და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხებში, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ მსგავს სურვილს ოფიციალური მოსკოვის მხრიდან. სპეცწარმომადგენლის თქმით, მნიშვნელოვანია პრობლეების მოგვარება „განხილვის და არა დაპირისპირების გზით“.

 

აღსანიშნავია, რომ 7 სექტემბერს, უკრაინასა და რუსეთს შორის განხორციელდა პატიმართა გაცვლა ფორმულით „35 35-ის სანაცვლოდ“. ამ ფაქტის შემდეგ უკრაინაში დაბრუნდნენ, ტერორიზმში ბრალდებული რეჟისორი ოლეგ სენცოვი და ის უკრაინელი მეზღვაურები, რომლებიც რუსებმა 2018 წელს, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტის დროს დააკავეს. რუსულ მხარეს კი გადაეცა გამოცემა „რია ნოვოსტი - უკრაინას“ ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი და ყოფილი სამხედრო (მეზენიტე) ვლადიმირ ცემახი (ამ უკანასკნელს ნიდერლანდები 2014 წელს დონეცკის რეგიონის თავზე მალაიზიური თვითმფრინავის ჩამოგდების ერთ-ერთ მონაწილედ თვლის).

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner