logo_geo
eng_logo
საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ფრენა დაფიქსირდა
- +

24 სექტემბერი. 2019. 18:27

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების (სუს) სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დღეს, 24 სექტემბერს უკანონო ფრენა დაფიქსირდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით არსებული საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

 

სუს-ის შეფასებით, აღნიშნული აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს.

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიეწოდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM)“, – აღნიშნავენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

რაც შეეხება ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ განვითარებულ პროცესებს, სუს-ის ცნობით, აღნიშნული საკითხი ოქტომბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ მწვავედ იქნება დასმული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner