„ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული უნდა იყოს“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა უთანასწორობასა და უსამართლობაზე ისაუბრა და ქვეყნებს მოუწოდა შეცვალონ არსებული მიდგომები.
„ახლა არის დრო შევცვალოთ არსებული მენტალიტეტი, ინსტიტუციები, ორგანიზაციები და წესდება. უთანასწორობა ბირთვულ და არაბირთვულ სახელმწიფოთა შორის საკმარისია გლობალური ბალანსისთვის ძირის გამოსათხრელად. ეს ჩვენ გვაშფოთებს ისევე როგორც ყველას, რომ მასობრივი განადგურების იარაღი როგორც ბერკეტი, ყველა კრიზისში გამოიყენება მათი სრული განადგურების ნაცვლად. ბირთვული იარაღის ფლობა ყველასთვის დასაშვები ან აკრძალული იყოს“, – განაცხადა ერდოღანმა.