logo_geo
eng_logo
„პროკურატურა 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გამოძიებას აქტიურად აწარმოებს“
- +

24 სექტემბერი. 2019. 22:59

 

„საქართველოს გენერალური პროკურატურა 20-21 ივნისის აქციის დროს დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით გამოძიებას აქტიურად აწარმოებს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ლაშა ცქვიტაიამ განუცხადა.

 

მისივე თქმით, ამ პირებთან დაკავშირებით გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს, აღნიშნული მოქალაქეებისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი და გამომწვევი მიზეზი.

 

„მიმდინარე წლის 19 სექტემბერს, საქართველოს გენერალურ პროკურატურას განცხადებით მიმართა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და მოითხოვა 20-21 ივნისის აქციის დაშავებული 16 მოქალაქის დაზარალებულად ცნობა. აღნიშნული საქმის ფარგლებში გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში აქტიურად მიმდინარეობს გამოძიება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე ჩადენილი ძალადობითა და იარაღის გამოყენებით. მოცემული პირების მიმართ გამოძიების მიერ დანიშნულია შესაბამისი სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზები, რომლითაც უნდა დადგინდეს აღნიშნული პირებისათვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი, მათი გამომწვევი მიზეზი და შესაბამისი საშუალებები. გამოძიება აქტიურად სწავლობს სპეციალური საშუალებების გამოყენებისა სამართალდამცავთა მხრიდან - ხომ არ ჰქონდა ადგილი კანონმდებლობის დარღვევას. შესაბამისად, ყველა მტკიცებულების მოპოვებისა და სასამართლო-სამედიცინო დასკვნის საფუძველზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება აქციის მონაწილე პირების დაზარალებულად ცნობის თაობაზე“, - განაცხადეს პროკურატურაში.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner