logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია პროკურატურაში დაიბარეს
- +

25 სექტემბერი. 2019. 11:45

 

 

„საქართველოს პარლამენტის წევრი ეკა ბესელია, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით, დაბარებულია საქართველოს გენერალურ პროკურატურაში“, - ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

 

„დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა, მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება.

 

ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.

 

შესაბამისად, ამ ეტაპზე,  საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას,  პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner