logo_geo
eng_logo
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვლადიმირ ზელენსკი სერგეი ლავროვს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2019. 11:49

 

 

გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ერთმანეთს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეხვდნენ.

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შეხვედრა ხანმოკლე იყო.

 

ამასთან, სააგენტოები დიპლომატებზე დაყრდნობით წერენ, რომ ლავროვისა და ზელენსკის შეხვედრა საქმიანი იყო და მათ ძირითადად რუსეთ-უკრაინის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

 

ვლადიმირ ზელენსკი აშშ-ში გაერო-ს 74-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც შეხვდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner