ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა განაახლა. ეთერში დილის პროგრამა „დილა მშვიდობისა, საქართველო“ დღეიდან ჩვეული განრიგით გავიდა.
ტელეკომპანიის მთავარი საინფორმაციო გადაცემა „კურიერის“ წამყვანი ნათია ლაზაშვილი იქნება, რომელმაც რამდენიმე წლის წინ ეს არხი დატოვა.
ცნობისთვის, 20 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის ახალმა დირექტორმა პაატა სალიამ სამსახურიდან გაათავისუფლა ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, გიორგი ლაფერაშვილი და ნანუკა ჟორჯოლიანი. მათი გათავისუფლების შემდეგ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების დიდმა ნაწილმა დატოვა.