logo_geo
eng_logo
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა, ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცა
- +

25 სექტემბერი. 2019. 12:04

 

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თაღლითობის ფაქტზე,  შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანიის“ დამფუძნებელი და დირექტორი - ნუგზარ ბ. დააკავეს,  ხოლო სამეწარმეო გულგრილობის ფაქტზე შპს „არგი ჯგუფის“ დამფუძნებელი და  დირექტორი - გიორგი ხ. პასუხისგებაში მისცეს.

 

გამოძიებამ დაადგინა,  რომ ქალაქ საგარეჯოში, კოსტავას ქუჩაზე სკვერის მოწყობის სამუშაოების თაობაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონული ტენდერში გამარჯვებულმა შპს „არგი-ჯგუფის“ დირექტორმა და 100%  წილის მფლობელმა გიორგი ხ-მ ქვეკონტრაქტორად დაიქირავა შპს „ქართულ-ამერიკული სამშენებლო კომპანია“, რომლის დირექტორი ნუგზარ ბ. დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემების შეტანის გზით მოტყუებით დაეუფლა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის კუთვნილ 8 886,18 ლარს. თავის მხრივ შპს ,,არგი ჯგუფის“ დირექტორმა და დამფუძნებელმა გიორგი ხ-მ, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე პასუხისმგებელი იყო გაწეული სამუშაოს ხარისხსა და ვარგისიანობაზე, არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, სათანადოდ არ გამოიკვლია შესრულებული სამუშაოები და ნუგზარ ბ-ს დაუდასტურა წარმოდგენილი  დოკუმენტაცია (ფორმა №2), რის საფუძველზეც, შპს „არგი ჯგუფის“ მიერ სამუშაოების მიღება-ჩაბარება განხორციელდა.

 

გამოძიება  თაღლითობისა და სამეწარმეო გულგრილობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 2201-ე მუხლის I ნაწილით,  რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით).

 

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner