დეპუტატმა ირაკლი მეზურნიშვილმა მოსამართლეობის კანდიდატს შეკითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა 2012 წლის შემდეგ.
„თქვენ თქვით, რომ 2003 წლიდან ხართ სასამართლო სისტემაში, ასევე ახსენეთ, რომ 2011 წელს გახდით მოსამართლე, 28 წლის ასაკში. თქვენ გაქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოთ შედარებითი ანალიზი, რა იყო 2012 წლამდე სასამრთლო სისტემაში, რამდენად თავისუფალი იყო სასამართლო სისტემა და არის თუ არა ცვლილება 2012 წლის შემდეგ? მე ვგულისხმობ დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რეფორმებს და ა.შ. როგორ შეაფასებდით - რამდენად უკეთესი გახდა და გახდა თუ არა უკეთესი სასამართლო სისტემა სხვადასხვა მმართველი გუნდის მიდგომებით?“
მიღებული პასუხიდან გამომდინარე მან კიდევ ერთი კითხვით მიმართა შოთა გეწაძეს: -„თქვენ ამბობთ, განსხვავება არისო. ნაკლები კვალიფიკაცია იყო, ნაკლები თავისუფლება იყო, ნაკლები დამოუკიდებლობა და ეს ყველაფერი 2012 წლის შემდეგ შეიცვალა და ეს ყველაფერი შეიცვალა იმიტომ, რომ იყო პოლიტიკური ნება და ეს ყველაფერი ერთ პიროვნებასთან არის დაკავშირებული, პირდაპირ გეტყვით, ბიძინა ივანიშვილთან, მის პოლიტიკურ ნებასთან, რომ ეს რეფორმები განხორციელდა, აქედან გამომდინარე კითხვა მაქვს, - თქვენ უკვე ახსენეთ, რომ სამართლებრივად იმ კონსტიტუციასთან ეს ყველაფერი თანხვედრაში იყო. თუ მივუდგებით არასამართლებრივად და მორალურად, თუ გრძნობთ თქვენ მორალურ დისკომფორტს იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენ ჩამოართვით მოქალაქეობა იმ ადამიანს, რომელმაც 2012 წლის შემდეგ თქვენ მოგცათ მეტი დამოუკიდებლობა, მეტი თავისუფლება, მეტი პროფესიონალიზმი და განხორციელდა ამხელა რეფორმები მისი პოლიტიკური ნებიდან გამომდინარე?“.