logo_geo
eng_logo
აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრთან საცხოვრებელი ფართები კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს გადაეცემა
- +

25 სექტემბერი. 2019. 12:46

 

 

აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული კომპანია, ამ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 65 ოჯახს დააკმაყოფილებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ინტერესთა გამოხატვაში გვყავს გამარჯვებული, რომელმაც 10 177 კვ.მ მიწის ნაკვეთზე უნდა აწარმოოს სამშენებლო სამუშაოები და 65 ოჯახი უნდა დააკმაყოფილოს საცხოვრებელი ფართებით თეთრი კარკასის მდგომარეობაში. ჯამში 4400 კვ.მ ფართი გადაეცემათ დაზარალებულებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3000-ზე მეტი ოჯახია რეგისტრირებული, რომელთა რიგითობა, ბინებით დაკმაყოფილების პროცესში, სოციალური ქულების საფუძველზე განისაზღვრება.

 

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ამ საკითხის მოგვარებაში ჩართულ ყველა თანამშრომელს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner