logo_geo
eng_logo
გოგა გულორდავა: ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიიღო, იყო თუ არა მიღებული პოლიტიკური ნიშნით?
- +

25 სექტემბერი. 2019. 13:15

 

 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც პარლამენტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს უსმენენ, პარლამენტის წევრმა გოგა გულორდავამ მოსამართლეობის კანდიდატს, შოთა გეწაძეს რამდენიმე შეკითხვით მიმართა.

 

პარლამენტის წევრი დაინტერესდა კანდიდატის მოსაზრებით და მის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გადაწყვეტილების მოტივაციით და არგუმენტებით.

„თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საქმის გადაწყვეტის პროცესში კანონი არასაკმარისად ცხადია ან ადამიანის უფლებებს არაპროპორციულად ზღუდავს, როგორ იმოქმედებდით? ფიქრობდით მაშინ, რომ გადაწყვეტილება, რასაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა ჰქვია, მის უფლებებს ზღუდავდა? მკაფიოდ იყო განმარტებული მაშინ თქვენთვის მაშინდელი კანონმდებლობა და სხვა ინტერპრეტაციის საშუალებას არ გაძლევდათ? თქვენ, წინა კანდიდატებისგან განსხვავებით, ცოტა მეტი ისაუბრეთ სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხზე 2012 წლამდე და შემდგომ. თვლით თუ არა, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა მიიღო, იყო პოლიტიკური ნიშნით მიღებული?“ - მიმართა დეპუტატმა შოთა გეწაძეს.

 

გოგა გულორდავა ასევე დაინტერესდა მოსამართლეობის კანდიდატის შეფასებით, მისივე  პროფესიული კარიერის განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებების სამართლიანობის და ობიექტურობის თაობაზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner