კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის ინფორმაციით, "Maroon 5"-ის კონცეტრზე 30 ათასი ბილეთი გაიყიდა.
„დიდი მოთხოვნაა ბათუმში ბინების დაქირავებაზე, პრაქტიკულად ყველა სასტუმრო გადაჭედილია, როგორც დიდი, ისე საოჯახო სასტუმროები. ეს ხდება როგორც ბათუმში, ისე კვარიათში, გონიოში, ქობულეთში. ბუნებრივია, ერთმნიშვნელოვნად კარგია, რომ ამდენი ადამიანი ჩადის, ეს აისახება რეგიონის შემოსავლებზე", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
"Maroon 5" ხვალ საღამოს ბათუმში, საოცრებათა მოედანზე კონცერტს გამართავს.