logo_geo
eng_logo
სამეგრელოსა და გურიაში უაქციზო საქონლის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა
- +

25 სექტემბერი. 2019. 14:46

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონ სოფელ რუხში, რიყეში, ცაცხვში, წალენჯიხის რაიონ სოფელ ფახულანში  და ოზურგეთის რაიონ დაბა ურეკში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უაქციზო საქონლის (ჯამში 85 200 ღერი სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელი) შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner