logo_geo
eng_logo
კინო და ტელეოპერატორების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი და სამაუწყებლო ტექნიკის მე-6 საერთაშორისო გამოფენა
- +

25 სექტემბერი. 2019. 15:43

 

 

26-27 სექტემბერს, 10:00 საათიდან, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“  უმასპინძლებს კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალს „ოქროს თვალი“ - სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენას.

ფესტივალის ფარგლებში მასტერკლასებს  საერთაშორისო დონის ექსპერტები როჯერ სიმონსი და ჯონ ჰენშალი ჩაატარებენ.   როჯერ სიმონსი არაერთი მხატვრული და სატელევიზიო ფილმის მთავარი ოპერატორია, ნამუშევარი აქვს ისეთ ფილმებზე როგორიცაა: „ეშმაკი ატარებს პრადას“ და სერიალზე „სექსი დიდ ქალაქში“.  მასტერ კლასის თემა იქნება  „კადრები კადრებს მიღმა“;  ჯონ ჰენშალი  კი  „ეპი ცენტრის“ აღმასრულებელი და მმართველი დირექტორია და იგი წლების განმავლობაში  „BBC“-ს ოპერატორი იყო. 

 

სამაუწყებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენა ყოველწლიურად საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება და მასში მონაწილეობენ ტექნიკის ლიდერი მწარმოებელი კომპანიები როგორებიც არიან: „Sony“, „Panasonic“, „Canon“, „RTS“, „Broadstream“, „VSN“, „LiveU“, „Ross Video“, „Vitec“, „Etere“, „Manfrotto“, „Telestream“, „Deva“ გამოფენის ფარგლებში ცნობილი კომპანიები სატელეკომუნიკაციო სფეროს უახლესი თაობის მოწყობილობებს წარადგენენ. გარდა ამისა, მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები დამსწრე საზოგადოებისათვის პრეზენტაციებსა და სემინარებს გამართავენ.

 

ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე, ტრადიციულად, გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში:

 

  • საუკეთესო კინოოპერატორული ნამუშევარი;

 

  • საუკეთესო ტელეოპერატორული ნამუშევარი;

 

  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ოპერატორული ნამუშევარი;

 

  • საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი;

 

ფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში შედიან:

 

  • ელდარ მდინარაძე - კინორეჟისორი, სცენარისტი, ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორი, საერთაშორისო ჟიურის თავმჯდომარე.
  • როჯერ სიმონსი - კინორეჟისორი, ბრიტანეთის ოპერატორთა საზოგადოების (BSC) სრული და „Rose Bruford“-ის სახელოვნებო კოლეჯის საპატიო წევრი.

 

  • ჯონ ჰენშალი - სატელევიზიო ოპერატორთა გილდიის პრეზიდენტი.

 

  • ანანდ სუნდარეშა - დამდგმელი კინოოპერატორი, ვიზუალური ხელოვნების სპეციალისტი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner