logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
- +

25 სექტემბერი. 2019. 16:57

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საქართველო-სომხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი გიორგი ვოლსკი, ამავე ჯგუფის წევრებთან ერთად სომხეთი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტს, ლენა ნაზარიანს შეხვდა.

 

სომხეთის რესპუბლიკაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს არის სომხეთ-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის პირველი ვიზიტი საქართველოში.

 

შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე და საკანონდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

 

„სომხეთში ახალი გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. მნიშვნელოვნად არის განახლებული პარლამენტისა და მთავრობის შემადგენლობა. საგანგებო მნიშვნელობა აქვს, რომ პირველი ნაბიჯები ინტენსიური და რაც შეიძლება შედეგიანი იყოს. ჩვენ მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეები ვართ და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ამ ნიშნით წარიმართა“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

სომხეთის რესპუბლიკის ნაციონალური ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი ვოლსკის მადლობა გადაუხადა საქართველოში მოწვევისა და მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისთვის.

 

„შეხვედრისას განვიხილეთ საერთაშორისო დონეზე ურთიერთობების საკითხები და საგარეო ურთიერთობების საკითხები. მინდა ავღნიშნო, რომ ბევრ საკითხში ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა, საერთო აზრი. ვფიქრობ, ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს სომხეთისთვის“, - განაცხადა ლენა ნაზარიანმა.

 

სომხეთი-საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებმა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და 9 აპრილის გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner