„ბევრ კონტექსტში არის ხოლმე საუბარი, რომ ობიექტურობა არის ერთ-ერთი წამყვანი თემა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რომან გოცირიძემ ისაუბრა.
„ბევრ კონტექსტში არის ხოლმე საუბარი, რომ ობიექტურობა არის ერთ-ერთი წამყვანი თემა სასამართლოს პროცესში. ზოგადად ყველა ადამიანს ობიექტური ჰგონია საკუთარი თავი და პრობლემა სწორედ იქ იწყება ხოლმე, როდესაც ორი ასეთი ადამიანი ერთმანეთთან კამათში შედიან. თქვენი გაგებით, როგორია ობიექტური მოსამართლე?“ - აღნიშნა გეწაძემ.
მიღებული პასუხის შემდეგ, სადაც კანდიდატმა განმარტა, რომ ობიექტურია მოსამართლე, რომელიც არც ერთ მხარეს არ ემხრობა და მედეგია გარე ფაქტორების მიმართ, რომან კაკულია დაინტერესდა - თავისი განვლილი გზა რამდენად აძლევს კანდიდატს ამის განცხადების საშუალებას.