„პოლიტიკურ პერსონებს ოპოზიციიდან ვთხოვ, ნუ მოეკარებიან ჩვენს აქციებს“, - განაცხადა ტყიბულში საპროტესტო აქციის მონაწილე გაგა ისაკაძემ.
ისაკაძე უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს აქციები პოლიტიკურია.
„გაჟღერდა, რომ ეს აქციები არის პოლიტიკური. ეს აქციები არის აპოლიტიკური. მასში მონაწილეობენ მხოლოდ მეშახტეები, რომლებსაც მხარს ვუჭერთ პროფესიული კავშირების წარმომადგენლები, გაერთიანებული პროფკავშირები, ჩვენი დარგი“, - განაცხადა გაგა ისაკაძემ.