logo_geo
eng_logo
შალვა ხაჭაპურიძე: პროკურატურა ვერ მოექცევა ზეგავლენის ქვეშ იმის გამო, რომ თინა ხიდაშელი მინისტრია!
- +

27 თებერვალი. 2016. 14:35


საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საგარეჯოს მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საგამოძიებო უწყების გადაწყვეტილებას მიესალმება და წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე.


„მივესალმები ამ ნაბიჯს. სახელმწიფომ რომ მოახდინა ამაზე რეაგირება, წინგადადგმული ნაბიჯია და მიანიშნებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის განვითარებაზე", - განაცხადა ადვოკატმა.


რაც შეეხება საკითხს, უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა თინა ხიდაშელმა გამოძიების დასრულებამდე, ხაჭაპურიძე პასუხობს: „ჩემი აზრით, თინა ხიდაშელმა გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება არ უნდა შეიჩეროს. დღეის მდგომარეობით, მისი თანამდებობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს გამოძიების პროცესზე. პროკურატურა და თავდაცვის სამინისტრო სხვადასხვა უწყებებია. პროკურატურა ვერანაირად ვერ მოექცევა ზეგავლენის ქვეშ იმის გამო, რომ თინა ხიდაშელი მინისტრია", - განაცხადა „რეპორტიორთან" საუბრისას ადვოკატმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner