logo_geo
eng_logo
ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა
- +

26 სექტემბერი. 2019. 13:00

 

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საყოველთაო - სახალხო განხილვისას გურიაში, ლევან კობერიძემ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ოზურგეთში პოლიტიკის ინსტიტუტის დაარსება შესთავაზა.

 

მსგავსი ტიპის საგანმანათლებლო ცენტრი ხელს  შეუწყობს გურიის რეგიონს შეიძინოს  მიზიდულობის ძალა და გახდეს პოლიტიკის მიმართულებით საგანმანათლებლო ჰაბი ამიერკავკასიის მასშტაბით. ამ იდეის საფუძველი არის გურიის მხარის გამორჩეულად აქტიური პოლიტიკური ისტორიული წარსული, მაგალითად გურიის პირველი რესპუბლიკა ჯერ კიდევ 1905 წელს.

 

დეპუტატის ეს ინიციატივა უკავშირდება მის ხედვას საქართველოს რეგიონების ბრენდინგზე და განვითარებაზე - გამოყენებულ იქნას ყველა რეგიონის მიძინებული შესაძლებლობები მათი ხასიათიდან გამომდინარე და მეტი აქცენტი გაკეთდეს მათ თავისებურებებზე.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner